четверг, 15 августа 2013 г.

თინეიჯერი მეცნიერები

პროექტი                                   
პროექტის   სახელწოდება:  თინეიჯერი  მეცნიერები
პროექტის მთავარი იდეა:   გრემის, ოდესღაც აყვავებული ქალაქის, ისტორიულ - გეოგრაფიული კუთხით  გაცნობა, მასზე შექმნილი ლიტერატურული და ხალხური  მასალების შეგროვება.
პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები სულ სხვა თვალით დაინახავენ 150 წლიანი სატახტო ქალაქის ცხოვრებას, როგორი იყო წარსულში და როგორია ახლა.
პროექტის მიზნები:  თინეიჯერი მეცნიერების თვალით დანახული გრემის დიდება. ფოლკლორული და ისტორიული მასალების შეგროვება, რუკის შედგენა.
მონაწილეთა ასაკი:  13-14 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:  1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა - ძიების, საკუთარი აზრის, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები. შექმნიან ელექტრონულ ჟურნალსა და ბლოგს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  დამხმარე ლიტერატურა, ინტერნეტი, პროექტორი, კომპიუტერი,ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მიზანს, მოვაწყობ ექსკურსიას.  მოსწავლეებს დავყოფ ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს დავარქმევ სახელს. I ჯგუფი - გეოგრაფები, II ჯგუფი-ისტორიკოსები, III ჯგუფი- არქეოლოგები, IV ჯგუფი- ფილოლოგები, რომლებიც მოიპოვებენ, შეაგროვებენ მასალებს, თავიანთი სფეროდან გამომდინარე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართულ ლიტერატურაში განუვითარდებათ საკუთარი აზრის, წერის, კითხვის, მოსმენის, მართლმეტყველების უნარ-ჩვევები. ისტორიასა და გეოგრაფიაში კვლევის, ძიების, მსჯელობის უნარი. ისტის გამოყენეა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი):  მაია  ფანჩულიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: m.teo1973@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mteo1973.blogspot.com







Комментариев нет:

Отправить комментарий